ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ნატო, გაერო, ევრო სტრუქტურები, 12 ევროპული ქვეყნის პარლამენტი - საერთაშორისო გამოხმაურება არ წყდება. ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, უარი თქვას რუსულ კანონზე, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს გზას უჭრის, დემოკრატიულ ღირებულებებთან კი თავსებადი არაა