რა რეალობის წინაშე დადგნენ რუსული კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ ადამიანები, ვისთვისაც საერთაშორისო დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 3 სექტემბრიდან ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირება, რუსული კანონის მიხედვით სავალდებულო გახდა. 33 000-დან რეესტრში მხოლოდ ორგანიზაციების პროცენტ-ნახევარია დარეგისტრირებული. დანარჩენები ჯარიმების მოლოდინში არიან, თუმცა მზად ყველანაირი, მათ შორის ძალადობრივი სცენარისთვის. ახლა მთელი ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოსკენაა მიმართული, სადაც განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთ-ერთის ავტორი, სწორედ, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. გამწესრიგებელი სხდომა 31 აგვისტოს დასრულდა, სადაც "აგენტების კანონს" განიხილავდნენ. 3-დღიანი დებატებისა და კითხვების შემდეგ, სასამართლო სათათბიროდაა გასული. მოსამართლეთა პლენუმმა - ახლა ორი საკითხი უნდა გადაწყვიტოს: დაიწყებს თუ არა "აგენტების კანონისა" და მისი კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებით განხილვას; და დროებით, განხილვის დასრულებამდე შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას.
რუსული კანონი მოქმედებაში - შაბათის ფორმულა
07 სექ 202420:00
3 წუთის საკითხავი