logo
ENG



რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტში ონლაინმედიის ჟურნალისტებს არ შეუშვებენ

14 აპრ 202421:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/14/recfcjy263aqpla.jpeg

ხვალ, 15 აპრილს პარლამენტი რუსული კანონის განხილვას იწყებს. განხილვის პარალელურად პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.

პარლამენტის განცხადებით, ვიზიტორებს შენობაში შესვლა შეეზღუდებათ. პარლამენტის პრესსამსახურმა მედიისთვის განკუთვნილ ჩატში დააზუსტა, რომ პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებიც.

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტმა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონი 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა


close დახურვა