იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონის განხილვა მიმდინარეობს, ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა თავიდან ლევან ხაბეიშვილს და გიორგი ვაშაძეს მოსთხოვა დარბაზის დატოვება, რამაც ხმაური გამოიწვია და საბოლოოდ, კომიტეტი ხაბეიშვილსა და ვაშაძესთან ერთად ხატია დეკანოიძეს, რომან გოცირიძეა და პაატა მანჯგალაძესაც დაატოვებინეს.
სანამ მათ გააძევებდნენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ხატია დეკანოიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის.
დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ.
კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
პარლამენტის შენობასთან დილიდან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.