იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. ამასთან, ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვს. ამის შესახებ სხდომის დასაწყისში, გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
"ჩვენ დავაყენებთ კომიტეტის სხდომის გადადების საკითხს, იმიტომ, რომ კომიტეტი კონტრაქციის პარალელურად, სადაც იძულებით ჩამოჰყავთ ხალხი, არის პირდაპირი პროვოკაციის მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან.
თუ ისინი ამას არ დათანხმდებიან, სრულ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, პირდაპირ ვამბობ, იმიტომ, რომ საკომიტეტო განხილვები ბუნებრივ გაღიზიანებას იწვევს საზოგადოებაში", - აცხადებს ვაშაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენა მიმდინაორებს. ამასთან, დღეს, 20:00 საათზე, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.
17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.