რუსული კანონის პროტესტის ნიშნად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მესხეთის თეატრის მსახიობმა, მანუჩარ გოგოლაურმა დატოვა.
საბჭოს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და სამოქალაქო სექტორის აქტიური წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი.
"როდესაც გადავწყვიტეთ რამდენიმე თანამოაზრემ, რომ ვყოფილიყავით მრჩეველთა საბჭოში გვინდოდა, რომ ამ საბჭომ რა ფუნქციაც უნდა შეასრულოს იმ ფუნქციითა და დატვირთვით გვემუშავა, გვეთანამშრომლა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა პრობლემის წამოწევაზე. რასაც მე ვუყურებ იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმუშაოს ადამიანის პრობლემების მოგვარებაზე, ინფორმაცია გვაქვს რომ დაკავებულები არიან 29 აპრილის აქციასთან დავშვრებით სიების შედგენაზე და ხალხის თავების თვლაზე. ამ ფონზე ვერანაირი თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ", - აღნიშნა გოგოლაურმა TOK TV-სთან.
ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭო ჯაბა ნათენაძემ დატოვა. მანამდე ქართული ოცნების წევრი თელავის საკრებულოში, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენაშვილი გაემიჯნა ოცნების მიერ რუსული კანონის ინიცირებას და თქვა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ის პარტიასა და თანამდებობას დატოვებს. ბერძენაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვან კონსტიტუცია და არ გადაუხვიონ ევროინტეგრაციის გზას.