logo
ENG



რუსული მედია: ინდოეთმა საქართველოს გამოყენებით, რუსეთისთვის ჩაის მიწოდება აღადგინა

20 აპრ 202212:37
3 წუთის საკითხავი
 

"გასულ კვირას ინდოეთმა საქართველოს გამოყენებით, რუსეთისთვის ჩაის მიწოდება აღადგინა", - ინფორმაციას ამ ფორმულირებით კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო რია-ნოვოსტი ინდურ ინგლისურენოვან Economic Times-ზე დაყრდნობით აქვეყნებს.

მანამდე, ამ მიმართულებით ექსპორტი საერთაშორისო სანქციების გამო შეჩერებული იყო. 

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, საქართველოს პორტებში ინდოეთიდან უკვე გაიგზავნა არამხოლოდ ჩაი, არამედ ბრინჯი, ხილი, ყავა, ზღვის პროდუქტები და საკონდიტრო ნაწარმი.

გარიგებაში ჩართულია უმსხვილესი რუსული ბანკები "სბერბანკი" და "ალფა-ბანკი".

გამოცემის ინფორმაციით, გადახდების უმეტესობა რუბლში ხორციელდება.

"აშშ-ს მუქარის მიუხედავად, ინდოეთმა რუსეთში ჩაის, ბრინჯის, ხილის, ყავისა და ზღვის პროდუქტების მიწოდება აღადგინა. კონტეინერები მათ შორის, საქართველოს პორტების გავლითაც მიემგზავრებიან, იტყობინება ტეკონამიკ ტაიმსი. გადახდა კი ძირითადაც რუპიებითრუბლებითა და ევორებით ხორციელდება. ყველა ტრანზაქცია კი სბერბანკის საშუალებით სრულდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინდოეთის სახელმწიფო კომპანიები რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის მკვეთრად გაზრდას გეგმავენ, რაც ახლა ერთ პროცენტზე ნაკლებია", - ყვება რია-ნოვოსტის წამყვანი. 

ამ თემაზე პარლამენტის წევრი ენმ-დან რომან გოცირიძე ფეისბუქზე წერს, რომ ეს საქონელი არაა სანქცირებული, მაგრამ როცა ევროპაში რუსული გემებს და მანქანებს არ უშვებენ, საქართველო ხდება სანქციების გვერდის ავლისა თუ სირთულეებიდან თავის დაღწევის საშუალება.

"სულ მცირე, მორალურ პასუხისმგებლობასთან მაინც გვაქვს საქმე", -  ამბობს გოცირიძე.

ფორმულა დაუკავშირდა საქართველოს შემოსავლების სამსახურს, უწყება ინფორმირებულია და მათი განმარტებების მიღებისთანავე გავავრცელებთ.


close დახურვა