logo
ENG



რუსული მედია: ხვალ ლავროვი ირანს ეწვევა

22 ოქტ 202314:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/22/tcj4wb9o8ttj119.jpg

რუსული პროპაგანდისტული სახელმწიფო მედიის, TASS-ის ცნობით, ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირანს ეწვევა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ადასტურებს.

"ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი", - ამბობს ზახაროვა.

 მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას თეირანში „3+3“ ფორმატში გამართავენ.


close დახურვა