logo
ENG



რუსული მედია შოიგუს კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ 26 მარტს არის გადაღებული

26 მარ 202213:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/26/u22kd4xj3zz6dk7.jpg

რუსული სახელისუფლებო გამოცემა Ria რუსეთის თავდაცვის მინისტრის ახალ ვიდეოს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ის 26 მარტსაა გადაღებული. რამდენიმე დღეა მედიაში აქტიურად განიხილება, რომ სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. 

Ria-ს ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ თავდაცვითი უწყების მაღალჩინოსნებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ცნობისთვის, 24 მარტს რუსეთში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პროპაგანდისტული მედიების ინფორმაციით, სერგეი შოიგუც ესწრებოდა. მედიებმა სხდომიდან მოკლე ვიდეო გაავრცელეს, იმის დასტურად, რომ თავდაცვის მინისტრი არ გაუჩინარებულა. თუმცა მოგვიანებით, მედიაზონამ სახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული ვიდეო შეისწავლა და განმარტა, თუ რატომ აქვთ ეჭვი, რომ შოიგუ რეალურად 24 მარტის სხდომას არ ესწრებოდა. მედიაზონაში აცხადებენ, რომ 11 მარტის შემდეგ გაუჩინარებული შოიგუ, ვიდეოში ჩამონტაჟებულია. შოიგუს გაუჩინარების შემდეგ რამდენიმე ვერსია გავრცელდა - ერთ-ერთი მის ჯანმრთელობას ეხებოდა.

გარდა ამისა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშინკო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტს ავრცელებს, სადაც წერია, რომ ინფორმაცია მინისტრ სერგეი შოიგუს საქმიანობაზე მედიაში ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გავრცელდეს. გერაშენკოს გარდა, დოკუმენტს რადას ყოფილი დეპუტატი რუსლან ბლაგოიც ავრცელებს. მისი პირველწყარო უცნობია.  


close დახურვა