შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს. გომელაურის უწყებაში მომავალი წლიდან საკვები პროდუქცია რუსეთიდან შევა. ქართველი პოლიციელების კვებაზე რუსული კომპანიები იზრუნებენ, ამაში კი ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ძეხვისა და თევზის კონსერვი, კვერცხი, ზედი, ჯემი რუსული წარმოების იქნება, არადა ამ პროდუქციის უმეტესობა საქართველოშივე იწარმოება, მთავრობამ კი უპირატესობა რუსულ პროდუქციებს მიანიჭა. სპეციალისტები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს ხედავენ.
რუსული პროდუქტი ქართული პოლიციისთვის
27 დეკ 202320:20
3 წუთის საკითხავი