ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხარკივის ოლქში 3 ადამიანი დაშავდა.
"4 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ ნოვობავარსკის რაიონში 3 ადამიანი დაშავდა," - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
სინეგუბოვის თქმით, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად კერძო სახლები და 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ქალაქ ხარკივში დაბომბვა არ ყოფილა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.