საქართველოს მმართველი რეჟიმი ბევრი ნიშნით რუსულია და შესაბამისად ზუსტად ისე იმართება როგორც პუტინის რუსეთში - ყოველდღიური ტყუილი და ხშირი გამეორება. რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო ძნელია მისი გაქარწყლება და მით უფრო ადვილად იჯერებს გაუთვითცნობიერებელი მოქალაქე. დროებაში ახლა თქვენ ნახავთ გაშიფრულ სქემას, თუ სად ხდება ამ ტყუილის გენერირება და როგორ მოდის ის მერე თქვენ ტელევიზორში ან სოციალურ ქსელში. ყველა კვლევის მიხედვით რუსულ ოცნებას კარგა ხანია ის ჭარბი ნდობა, რომელიც ჰქონდა აღარ აქვს - არადა პარტია ისევ უმრავლესობით არჩევნების მოგებას გეგმავს. შესაბამისად რეიტინგის კლების კომპენსაციად, დაშინება-მოსყიდვასთან პარალელურად, პროპაგანდის მანქანა უფრო დიდი სიმძლავრით ამუშავდება. ოლიგარქი გებელსის კვალში - დროება ივანიშვილის პროპაგანდის გაშიფრულ სქემასა და რუსულ სტრატეგია 20/24-ზე.
რუსული სტრატეგია 2024 - დროება
29 ოქტ 202320:24
3 წუთის საკითხავი