logo
ENG



რუსული ტოტალიტარიზმის თარგი - დროება

19 თებ 202320:29
3 წუთის საკითხავი
 

სწორად თებერვლის თეზისების განსამტკიცებლად და მოქალაქეების ტვინში ჩასაბეჭდად ამ კვირაში ვიხილეთ ქოცთა ვარამი და ძველი რუსული გზავნილის ახალი სიცოცხლე. ივანიშვილის დავას შვეიცარიულ ბანკთან ისევ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობად გვასაღებენ, პროპაგანდას შემოაქვს ორი ევროპის და ცუდი ამერიკის თემა, ასევე 12 პუნქტის უეჭველად ჩასაგდებად ჩნდება „უცხოელი გავლენის აგენტის“ კანონის მიღების იდეა. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა უკან დასახევი გზა აღარ დაიტოვოს. ამ კვირაში მისი იდეოლოგი ზაზა შათირიშვილი პირად რეკორდს ხსნის, მორიგ წერილში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების რუსულ ვერსიას იმეორებს და დამატებით ამტკიცებს რომ ამ ომით ამერიკამ დიდი სარგებელი ნახა. მოკლედ, ქართული ოცნება რუსული ტოტალიტარიზმის თარგს, ქართულ საზოგადოებას უკვე მოურიდებლად არგებს.


close დახურვა