უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ძალები სუმის ოლქს დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
"სუმის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსული ძალები ქალაქს კამიკაძე დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
11:06 საათზე, უკრაინამ საჰაერო განგაში გამოაცხადა სუმის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. მშვიდობიანი მოქალაქეები გააფრთხილეს რუსი ოკუპანტების მხრიდან შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით", - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.