ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში საშუალო სკოლა განადგურდა.
"დღეს, დილის 4 საათზე რუსმა ოკუპანტებმა მზაკვრული სარაკეტო შეტევა ხარკივის შევჩენკოვსკის რეგიონზე განახორციელეს. ტერორისტებმა სამიზნედ საშუალო სკოლა აირჩიეს," - განაცხადა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
სინეგუბოვი აღნიშნავს, რომ დაშავებულები არ არიან. ამასთან, ის ამბობს, რომ ხარკივის ოლქის სხვა რეგიონებში სარაკეტო დარტყმების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.