logo
ENG



რუსული ძალების მხრიდან ხარკივზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

11 ივლ 202212:17
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ცნობით, რუსული ძალების მხრიდან ხარკივზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 86 წლის ქალი გამოიყვანეს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ კიდევ ორი რაკეტა სლობიდსკის რაიონში სკოლის შენობას მოხვდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა. 


close დახურვა