logo
ENG



რუსული „ოცნების“ გეგმები - შაბათის ფორმულა

27 აპრ 202421:06
3 წუთის საკითხავი
 

რუსული კანონის გატანის პარალელურად - ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივას - რეგიონებში იხილავს. ოცნების დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, თეატრებში იკრიბებიან და დარბაზში მიყვანილ ხალხთან - განიხილავენ, როგორ ითელება ადამიანის უფლებები ფეხქვეშ, როგორ ლახავენ ღირსებას და პატივს, როგორ შეიძლება ამოიჭრას ან რედაქტირდეს კადრო კინოში, გაშავდეს წიგნის ფურცლები. შეკრებებს რუსულმა რეჟიმმა, საყოველთაო სახალხო განხილვა დაარქვა, თუმცა დარბაზში კრიტიკული აზრი თითქმის არ ისმის - მეტიც - სხვადასხვა რეგიონებში ზუსტად ერთი და იგივე კითხვებს სვამენ - მდინარაძე კი - უბის წიგნაკში ინიშნავს! ტვინების გამოტუმბვა, ფილმებიდან ამოჭრილი ეპიზოდები, ცენზურა ლიტერატურაში- მოკლედ ყველაფერი რუსულ სტილში, ყველა სფეროს შეეხება.


close დახურვა