logo
ENG



რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

04 მარ 202317:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/04/un9z7vzx2icfv2q.jpg

დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

"დილით მტერმა რამდენჯერმე დაარტყა ნიკოპოლის რეგიონს. რუსებმა მძიმე არტილერია და MLRS-ის რაკეტები გამოიყენეს.

ჩერვონოგრიგორიევსკის თემში ორი ადამიანი დაიღუპა. ეს არის 57 წლის ქალი და 68 წლის კაცი. დაზიანებულია 8 კერძო სახლი, ელექტროგადამცემი ხაზი და გაზსადენი", - თქვა დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა