logo
ENG



რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

05 იან 202313:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/05/kbuskgr1viurq40.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ ღამით და დღეს დილით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

"დონეცკის მიმართულებით ყველაზე მეტად კურახოვო დაზარალდა - ქალაქი რამდენჯერმე დაბომბეს, დაზიანდა 6 კერძო სახლი, 2 მაღაზია და სხვადასხვა აღჭურვილობა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკო ამბობს, რომ გორლოვკას მიმართულებით 2 ადამიანი დაიღუპა, ბახმუტში კი 1 დაშავდა. მისი თქმით, ჩასოვ იარში დაინგრა მაღალსართულიანი შენობა, დაზიანდა 4 სახლი და საავადმყოფოს შენობა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სოლედარში 5 სართულიანი შენობა დაზიანდა.

დღეს კირილენკომ ასევე განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების შედეგად, ბახმუტის 60%-ზე მეტი განადგურებულია. თუმცა მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გაბედულად იცავენ ქალაქს და მტერს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.  


close დახურვა