დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
"18 მარტს, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში 3 ადამიანი მოკლეს: 2 კრამატორსკში და 1 კონსტანტინოვკაში. გარდა ამისა, 18 ადამიანი დაშავდა", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინის ცნობით, 18 მარტს, რუსებმა კრამატორსკი დაბომბეს, რის შედეგადაც 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე მანქანა დაზიანდა. ოკუპანტებმა Uragan-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გამოიყენეს.
ასევე, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კონსტანტინოვკას ესროლეს. განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და სავაჭრო ცენტრის შენობა.