logo
ENG



რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

27 მარ 202311:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/27/v5y3akb8t4gbhkb.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.

"დონეცკის მიმართულებით, გუშინ, რუსებმა ავდეევკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაზიანდა სასტუმრო და სასამართლოს შენობა. დღის განმავლობაში, კურახოვოში 6-ჯერ გაისროლეს. ერთ დღეში რუსებმა დონეცკის ოლქის 1 მცხოვრები მოკლეს, 2 ადამიანი დაშავებულია", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს თქმით, ლისიჩანსკის მიმართულებით 3 სახლი დაინგრა და 6 დაზიანდა ზვანოვკაში, 4 სახლი დაზიანდა პერეეზდნოში, ასევე დაზიანდა კერძო სახლები სევერსკში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა