ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
მალაშკოს თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
"მტერმა რეგიონულ ცენტრს დაარტყა. S-300 ჭურვები მოხვდა ინფრასტრუქტურულ ობიექტს. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა", - თქვა ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
20 ივნისს, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს. რუსებმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებსა და რეკრეაციულ ცენტრებს დაარტყეს.