logo
ENG



რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

09 აპრ 202317:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/09/bmpq22cmjimdw7m.jpg

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა.

"ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ჯარების მხრიდან დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი სამ ადამიანამდე გაიზარდა. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტების მორიგი ტერაქტის შედეგად, ნანგრევების ქვეშ 11 წლის გოგო და მისი მამა დაიღუპა. კიდევ 5 ადამიანი დაშავდა მტრი თავდასხმის შედეგად. დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ერთ დღეში რამდენიმე ათეული ობიექტი განადგურდა და დაზიანდა. მათ შორის ბინები, სახლები, სამეურნეო შენობები. მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი შეიძლება აღდგეს. ამ ომში მთავარია უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენა", - თქვა ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა