ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, იური მალაშკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
"მალაია ტოკმაჩკას დაბომბვისას 51 წლის კაცი დაიღუპა. პრეობრაჟენკაში 2 ადამიანი დაშავდა, 40 წლის ქალი და 39 წლის კაცი. მათ საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ", - თქვა ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 228 870 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.