logo
ENG



რუსულმა ძალებმა კრივი რიჰი დაბობეს - დაშავებულია 52 ადამიანი

08 სექ 202314:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/08/bxxf6wt3qxd3bzl.jpg

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კრივი რიჰი დაბობეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 52 კი დაშავდა.

"კრივი რიჰში პოლიციის ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობა განადგურდა. რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად პოლიციელი დაიღუპა.

კიდევ 3 გამოიყვანეს სახელმწიფო საგანგებო სამსახურის მაშველებმა ნანგრევებიდან. ისინი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. 6 თანამშრომელმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო", - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა