მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსულმა ძალებმა მიკოლაივის 2 უნივერსიტეტი დაბომბეს.
"დღეს რუსი ტერორისტები მიკოლაივის ორ დიდ უნივერსიტეტს თავს დაესხნენ. მინიმუმ 10 რაკეტა ისროლეს. ახლა ისინი თავს ესხმიან ჩვენს განათლებას. ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტს, რუსეთი ისეთად გამოაცხადონ, როგორიც სინამდვილეშია, ტერორისტად," - თქვა მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.