logo
ENG



რუსულმა ძალებმა ორეხოვო დაბომბეს - არის მსხვერპლი

10 ივლ 202310:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/10/ugl2xuiwi6lo2b8.jpg

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ორეხოვო დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.

"რაშისტებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს ფრონტის ხაზზე, ორეხოვოში. ავიაბომბი ჰუმანიტარული დახმარების გაცემის დროს ჩამოაგდეს. ადგილზე დაიღუპა ოთხი ადამიანი, 3 ქალი და 1 კაცი. ორეხოვოს კიდევ 11 მცხოვრები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", -  თქვა ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მალაშკოს თქმით, ერთ დღეში რუსებმა განახორციელეს 36 მიზანმიმართული დარტყმა ზაპოროჟიეს რეგიონის 10 მშვიდობიან დასახლებაზე. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ნოვოდანილოვკაში 65 წლის კაცი დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა