დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა სვიატოგორსკში მაშველებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.
"ღამით რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სვიატოგორსკს, შევიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში - წინასწარი ინფორმაციით, 1 მაშველი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
ეს არის მიზანმიმართული და ცინიკური დარტყმა არა სამხედროებისთვის, არამედ მათთვის, ვინც ეხმარება მშვიდობიან მოსახლეობას გადარჩენაში აქტიური საომარი მოქდებების დროსაც კი", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.