logo
ENG



რუსულმა ძალებმა სლავიანსკში სკოლა და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

07 სექ 202213:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/07/mlxugenhgz5zwlt.jpg

სლავიანსკის მერის, ვადიმ ლიახის განცხადებით, დღეს დილით რუსულმა ძალებმა სლავიანსკში სკოლა და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.

"ისევ ცუდი დილა გვაქვს. ორი დარტყმა. ჩერევკოვკა, მე-4 სკოლა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ტორსკაიას ქუჩა, სახლი #43. სადარბაზო ჩამოშლილია. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს," - თქვა სლავიანსკის მერმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა