სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საბავშვო ბაღი დაბომბეს.
"დღეს მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა ველიკა პისარივკას თემის ტერიტორიაზე - ერთი სარაკეტო აფეთქება. წინასწარი მონაცემებით - მსხვერპლისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 204 760 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.