logo
ENG



რუსულმა ძალებმა ღამით ზაპოროჟიეს რეგიონს S-300 რაკეტები ესროლეს

18 ნოე 202211:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/18/9achgph9bs7xutm.jpg

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ღამით ზაპოროჟიეს რეგიონს S-300 რაკეტები ესროლეს.

"ღამით მტერი თავს დაესხა ჩვენს მშვიდობიან სოფლებს. რაკეტის დარტყმის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა კულტურის სახლის შენობა ზაპოროჟიეს რეგიონის ერთ-ერთ სოფელში", - თქვა ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

სტარუხი აღნიშნავს, რომ წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინული მედიის ცნობით, 17 ნოემბერს, ღამით, რუსულმა ძალებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს სარაკეტო შეტევა ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე, კერძოდ, ვოლნიანსკის რაიონში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა