ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
"დაახლოებით ერთი საათის წინ მტერმა კიდევ ერთხელ გაისროლა ჩუგუევსკის რეგიონის ვოლჩანსკის თემში. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც საკუთარ სახლში იმყოფებოდნენ.
45, 48 და 57 წლის კაცებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს. ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება", - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.