logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხარკივის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს

06 სექ 202212:02
3 წუთის საკითხავი
 

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკივის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა.

"დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული არავინაა," - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა