logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

11 მარ 202315:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/11/40gnv8i0kc6y7ee.jpg

ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

"მტრის თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა", - განაცხადა ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 158 000 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა