logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

31 ივლ 202310:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/31/1tnbngh64yy5wba.jpg

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"დღეს დილით, დაახლოებით 08:20 საათზე, რუსმა ოკუპანტებმა Grad MLRS სარაკეტო სისტემებიდან ხერსონის ცენტრალურ ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა", - ამბობს პროკუდინი.

ამასთან, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რუსული არმიის მხრიდან ხერსონის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანია დაშავებული. პროკუდინის თქმით, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა