logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

26 ივნ 202313:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/ezcx1bfc558kt1h.png

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

პროკუდინის თქმით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიებს ჭურვები ესროლეს ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან და საბრძოლო თვითმფრინავებიდან.

"რუსი სამხედროები რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ უბნებში. დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. რუსებმა ქალაქ ხერსონს 17-ჯერ ესროლეს", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა