ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონში საბავშვო ბიბლიოთეკა დაბომბეს.
"საბავშვო ბიბლიოთეკა. დილის ექვსი საათი. ჭურვის პიდაპირი დარტყმა. ბარბაროსებმა ხერსონის ბიბლიოთეკა გაანადგურეს, რომელიც წლების განმავლობაში ახარებდა ყველაზე პატარა მნახველებს და მათ მშობლებს", - ამბობს პროკუდინი.
ამასთან, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ხერსონში რუსული ძალების მხრიდან თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსში. დაზიანებულია რამდენიმე მანქანა და შენობა", - თქვა პროკუდინმა.