logo
ENG



სააგენტო: 20-დან 22 ივნისამდე წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

20 ივნ 202412:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/20/c2u0wvnqlp75bqj.jpeg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-დან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი,  სეტყვა და  ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - წერს სააგენტო. 


close დახურვა