logo
ENG



სააკაშვილთან ვივამედში პოლონელი ექიმები შევიდნენ

12 ივლ 202317:02
3 წუთის საკითხავი
 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლები შეუშვეს - სინი მიიღებენ ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ და მოამზადებენ დასკვნას, რომლის საფუძველზეც გადაწყდება, რა მეთოდებით გაგრძელდება მისი მკურნალობა.

პოლონელი ექიმების ვივამედში შესვლა 4 თვის გამავლობაში ყოვნდებოდა. 20 მარტს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმების დაშვებაზე უწყებაში განცხადება არ ჰქონდათ მიღებული, რასაც იმავე დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ჩალაძემ ტყუილი უწოდა და წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, განცხადების რეგისტრაციაზე იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული დასკვნა იყო.

3 ივლისს ექსპრეზიდენტის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო. ვიდეოკადრებში ჩანდა მისი ფიზიკური მდგომარეობა - გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. 

კადრების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს საერთაშორისო მედიებმა. გამოცემები წერდნენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზუალურად შეცვლილია, რამაც ბევრში შეშფოთება გამოიწვია. ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.

სასამართლო სხდომის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და ექსპრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა - მან საქართველოს ელჩს შესთავაზა, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩასულიყო.


close დახურვა