logo
ENG



სააკაშვილი: არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება

01 ნოე 202009:59
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, Facebook-გვერდზე არჩევნებთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის ფოტოს აქვეყნებს: 

"საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება", - წერია სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე. 

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება. 

აღსანიშნავია, რომ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგებზე, წინასწარი შედეგების გამოცხადების დროს ორჯერ მოხდა ინციდენტი. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა, ირაკლი თოიძემ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ბრიფინგი შეაწყვეტინა, არჩევნებს გაყალბებული უწოდა და ჟვანიას გადადგომისკენ მოუწოდა. 

საია ამბობს, რომ ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ასახვის გაჭიანურება საზოგადოებაში უნდობლობას აჩენს. თავის მხრივ, ჟვანია ამას საარჩევნო სუბიექტების დიდი რაოდენობით და მაღალი აქტივობით ხსნის.  

ცესკო-ს ბოლო მონაცემების ნახვა შეგიძლიათ აქ

 

 

 

 


close დახურვა