საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ვითარების გამწვავებისა და რადიკალიზაციისკენაა მიმართული.
შესაბამისი განცხადება სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა.
"როცა საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების დაკვეთაა მოლაპარაკება, შერიგება, თანხმობა, კონსენსუსი და ჩართულობა, ივანიშვილის პასუხი ღარიბაშვილის დანიშვნით არის გამწვავება, რადიკალიზაცია და დაპირისპირება", - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა, ხოლო მმართველმა გუნდმა ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.