მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ გარდა მასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიისა პარლამენტში შეიქმნას მეორე საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილი გახარიას ფრაქციას პარლამენტში კითხვით მიმართავს შემოუერთდებიან თუ არა ისინი საგამოძიებო კომისიის იდეას.
"მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, ნაციონალურ მოძრაობას, დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები.
მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას." - წერს მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.
როგორც მშვენიერაძემ განმარტა, სააკაშვილი მზად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ამ კომისიის სხდომას თავადაც დაესწროს და ყველაფერზე დეტალურად ისაუბროს.
ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ენმ პარლამენტში შევიდეს საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თუ ნახავენ, რომ აღნიშნული კომისია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან მიმართებაში სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციების ჩანაცვლებას შეძლებს.
უკვე ცნობილია, რომ გახარიას პარტია კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
გირჩში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა მის შექმნაში დახმარებისთვის ნაციონალურ მოძრაობას ორ პირობას უყენებენ. ამის შესახებ პარლამენტში იაგო ხვიჩიამ ისაუბრა