logo
ENG



სააკაშვილი: ჩემი და ჯანაშიას უდანაშაულობის დამადასტურებელი საბუთები პრეზიდენტისგან მოიპარეს

22 თებ 202215:43
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და ამბობს, რომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე მისი და თემურ ჯანაშიას "უდანაშაულობის დამადასტურებელი საბუთები ადმინისტრაციიდან მოპარულია".

"მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის - რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.

ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის. გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!- ამბობს სააკაშვილი წერილში, რომელიც მის facebook-ზე გავრცელდა.

სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა, გრიფი საიდუმლო მოხსნას "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც".

სააკაშვილს ეს მოთხოვნა ე.წ პიჯაკების საქმის გამო აქვს, რომლის ფარგლებში მას და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსს გამოძიება დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში ადანაშაულებს.

გუშინ, 21 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ განაცხადა, რომ 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტების გასაჯაროება არ მოხდა, ვინაიდან ამის დისკრეცია საქართველოს მთავრობას აქვს და არა პრეზიდენტს.


close დახურვა