logo
ENG



სააკაშვილი გადაწყვეტილების მოლოდინში - შაბათის ფორმულა

04 თებ 202319:35
3 წუთის საკითხავი
clock 154

კადრი ვივა მედიდან, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო. მიხეილ სააკაშვილის უმძიმეს გამოსახულება და კიდევ უფრო მძიმე სიტყვები, რომელიც მან უკრაინულად თქვა, სულ რამდენიმე საათში, საერთაშორისო მედიის და ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის დღის წესრიგის მთავარ თემად იქცა. ზუსტად 2 დღეში, ისტორიული სასამართლო პროცესი დასრულდება და მოსამართლე გიორგი არევაძე, ისტორიულ განაჩენს გამოაცხადებს - იცოცხლებს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის კადრის გამოჩენის და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის შემდეგ, საგანგებო დებატები ჩაინიშნა ევროპარლამენტშიც - ასეთ გადაწყვეტილებას, ბრიუსელში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იღებენ - მაგალითად საომარი მდგომარეობის დროს- მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, რომელიც პუტინის დავალებით თბილისში სისრულეში მოჰყავთ, მთელი მსოფლიოსთვის განგაშის მიზეზია, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ქვეყნის დე-ფაქტო მმართველიც და მოქმედი პრეზიდენტიც, სასიკვდილო განაჩენის ფინალურ სერიას მშვიდად ელოდებიან.  


close დახურვა