logo
ENG



სააკაშვილი ლუკაშენკოს მიმართავს

29 სექ 202218:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/29/9weyxv5so0uwnsh.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართავს.

სააკაშვილი მიმართვაში წერს, რომ თუ ლუკაშენკო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს და ბელარუსიდან უკრაინაში შეჭრის ახალი მცდელობა იქნება, მას უნდა ესმოდეს, რომ ეს დასასრულია.

"ახლა შენ ჯერ კიდევ გაქვს სიტუაციიდან გამოსვლის შანსი. თუ შენ აღიარებ აფხაზეთს და მით უმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება მაშინ შენ, როგორც ჭკვიან კაცს, უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრულია! ნიკოლაშკას [შვილის] სურათები ვნახე, ის უბრალოდ სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას სჭირდება ჯანმრთელი და თავისუფალი მამა!" - წერს სააკაშვილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფებოდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.


close დახურვა