უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს აუხლოეს დღეებში დანიშნავენ თანამდებობაზე - გამოცემა არ აკონკრეტებს, რომელ თანამდებობაზეა საუბარი.
„უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ მათთვის უცნობია, რომელ თანამდებობას დაიკავებს მიხეილ სააკაშვილი - ამას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად დანიშვნის შესახებ. საუბარი იყო მის დანიშვნაზე რეფორმების საბჭოშიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით უცნობია.