საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ მხარდამჭერებს მიმართავს.
ის Facebook-ზე წერს, რომ საქართველოსა და უკრაინის ბედი მისთვის განუყოფელია და ეს ერთი ბრძოლაა.
"დღეს ბევრი სევდიანი კომენტარი იყო საქართველოსთან დაკავშირებით ჩემს გადაწყვეტილებაზე. ჩემი ზოგიერთი მეგობარი გლოვობს ჩემს "გამომშვიდობებას" უკრაინასთან. მე მინდა, მათ ვუთხრა: ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც! ჩვენ გავიმარჯვებთ იქაც და აქაც! ჩემთვის ჩვენი ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ჩემთვის ეს არის ერთი ბრძოლა და ეს იქნება ერთი საერთო გამარჯვება", - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, სააკაშვილმა ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.