logo
ENG



სააკაშვილს, შესაძლოა, უკრაინის რეფორმების საბჭოს წევრობა შესთავაზონ

29 აპრ 202012:02
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა, რეფორმების შესახებ უკრაინის ეროვნული საბჭოს წევრობა შესთავაზონ.

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ამ საკითხზე პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში შეხვედრა გამართა. წყაროს ცნობით, სააკაშვილის მთავრობაში დანიშვნასთან დაკავშირებით წარმოქმნილი სირთულეების გამო, მისი რეფორმების ეროვნულ საბჭოში შესვლის ვარიანტი განიხილება.

22 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის ლიდერმა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზა, თუმცა საკითხი რადაში განსახილველად ჯერ-ჯერობით არ შესულა.


close დახურვა