logo
ENG



სააპელაციო სასამართლოში გვარამიას საქმის განხილვას ჩეხეთის ელჩი ესწრება

19 ივლ 202213:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/19/zjz84yze6jzm5cy.jpg

ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვას ესწრება.

სასამართლოში მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას გვარამიაც ესწრება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წელი და 6 თვე მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც დაცვის მხარეს, ისე პროკურატურას.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დამნაშავედ ცნო გვარამია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადააკვალიფიცირა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს. 


close დახურვა