logo
ENG



სააპელაციომ ნატა ფერაძეზე საიას საჩივარი დაუშვებლად ცნო

03 თებ 202420:52
3 წუთის საკითხავი
clock 432
2024/02/03/39w76tw1ire9ruz.jpg

სააპელაციო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეზე ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს.

ქურდოვანიძის ინფორმაციით, სააპელაციომ მიზეზად საჩივარში ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების არარსებობა დაასახელა.

"სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი ნატას საქმეზე.დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია - ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არ არის საჩივარშიო. ახალ მტკიცებულებებზე მსჯელობას არავინ ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა რამდენად დასაბუთებული იყო საქალაქო სასამართლოს დადგენილება, განსაკუთრებით, გამოყენებული სანქციის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე", - წერს ქურდოვანიძე.

საიამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში 2 თებერვალს გაასაჩივრა.

"ეს დადგენილება არის ძალიან დაუსაბუთებელი. აქ საუბარია იმაზე, ეს ქმედება ჩაიდინა თუ არა, არ არის სადაო. ნატა თვითონ შესხმის ფაქტს ადასტურებდა. თუმცა მსჯელობა სასამართლო დადგენილებაში გასცდა ამ ფაქტს და სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ სხვაგვარადაც ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი, ყვირილით, ხმაურით და ა.შ. რასაც ადგილი არ ჰქონდა. 

დასაბუთების თვალსაზრისით ამ დადგენილებას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და ერთ-ერთი არის ეს, რომ მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მაინც ისეთი დასკვნები გააკეთა სასამართლომ, რომელიც არ დგინდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით", - აცხადებდნენ საიაში.

2 თებერვალს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მას ადმინისტრაციული წესით ედავებოდა. ფერაძემ 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.

***

ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.

9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხესსაღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მოხდა მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. 

 

 
 

close დახურვა